დღეიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე ფასები მცირდება

11:15 09-03-2018
188

დღეიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება. ჯანდაცვის სამინისტრო, ასაკით პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვის პრეპარატებზე ფასებს ამცირებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ჯგუფებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე საბაზრო ღირებულების 50 პროცენტი და მეტი ოდენობის ფასდაკლება შეეხებათ.

ფასდაკლება ვრცელდება შემდეგი დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე:
– გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები – ენალაპრილი 10მგ; ენაპი 20მგ; ლოზაპი 100მგ; ეგილოკი 100მგ; კორდარონი 200მგ; ვარფარინ–ნიკომედი 2.5მგ; დიგოქსინი–გრინდექსი 0.25მგ; ვეროშპირონი 25მგ; ატორისი 20მგ; ზილტი 75მგ; მონოსანი 40მგ; ფუროსემიდი 40მგ; ამლოდიპინი 5მგ;
– დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული) – დიაბეტონი MR 60მგ; ამარილი 2მგ; სიოფორი 1000მგ;

– ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები – თიროზოლი 5მგ; L – თიროქსინი 50მკგ;
– ფილტვის ქრონიკული დაავადებები – ბრეტარისი ჯენუეირი 322მგკ 60 დოზა; პულმიკორტი 2მლ; მედროლი 16მგ; სალბუტამოლი. 200 დოზა; სალბუტამოლი ინტელი აეროზ. 200 დოზა; სერეტიდი დისკუსი 50/250მკგ ინჰ 60 დოზა; ალბუტეროლის სულფატი 0.5% 2.5მგ/0.5მლ.

მედიკამენტების ფასდაკლებით შესაძენად ბენეფიციარმა უნდა გაიაროს შედეგი პროცედურები:
1. მიმართოს ოჯახის/სოფლის ექიმს ან ექიმ სპეციალისტს ფორმა N100-სა და რეცეპტის მისაღებად;
2. სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში აღნიშნული დოკუმენტაციისა და პირადობის მოწმობის წარდგენით გაიაროს რეგისტრაცია პროგრამაში;
3. მოქალაქეს შეუძლია ფასდაკლებული მედიკამენტები შეიძინოს სააფთიაქო ქსელ PSP-ს შესაბამის ფილიალში რეცეპტისა და პირადობის მოწმობის წარდგენით.

ბენეფიციარს შესაძლებლობა აქვს, ერთჯერადად შეიძინოს მედიკამენტის მაქსიმუმ სამი თვის საკმარისი ოდენობა. ყველა პრეპარატი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებულია.

2017 წლის ივლისიდან ამოქმედებულია პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 23 მედიკამენტის სიმბოლურ ფასად – 1 ლარად შეძენის საშუალებას აძლევს.

2018 წლის 13 აგვისტოდან კი, საქართველოს ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს დიაბეტის მეორე ტიპის სამკურნალო მედიკამენტებზე, სხვადასხვა სააფთიაქო ქსელებში, 50 პროცენტამდე ფასდაკლებით ისარგებლოს. იგეგმება პროგრამის კიდევ უფრო გაფართოება.

ავტორი: