მას შემდეგ, რაც ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს უძლიერეს ჩოგანს, რაფაელ ნადალს დაუპირისპირდა, ამ ახალგაზრდით ყველა დაინტერესდა.
ვინ არის და როგორია ახალგაზრდა ჩოგბურთელის პირადი ცხოვრება?
ქართველი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს მოქმედი 35-ე ჩოგანი, საქართველოს დეივისის თასის ნაკრების წევრი ნიკოლოზ ბასილაშვილი 1992 წლის 23 თებერვალს დაიბადა. ბასილაშვილმა კარიერაში ერთეულთა თანრიგში ATP-ის 1 ტურნირი მოიგო. 2018 წლის 29 ივლისს, მან გერმანიის ღია პირველობის ფინალში არგენტინელი ლეონარდო მაიერი სამ სეტში დაამარცხა და გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელმაც ATP-ის ტურნირის მოგება შეძლო. გუშინ მსოფლიოს უძლიერეს ჩოგანს, რაფაელ ნადალს დაუპირისპირდა, საუკეთესო თამაშის მიუხედავად ის დამარცხდა. თუმცა ნადალს ორჯერ აუღო ბრეიკი და სეტიც მოუგო.
რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2013 წელს იქორწინა. მისი რჩეული ულამაზესი მოდელი ნეკა დოროკაშვილია. წყვილს 2015 წლის 4 მაისს ვაჟი შეეძინა.