საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები ხვალ არხის ხელმძღვანელობას შეხვდებიან

14:09 09-03-2018
79

საზოგადოებრივი მაუწყებლის 150-მდე თანამშრომელი, რომელიც დღეს პირველი არხის შენობასთან აქციას მართავდა, ხვალ, 12:00 საათზე არხის ხელმძღვანელობას შეხვდება.

ამის შესახებ აქციაზე საზმაუს პროფკავშირების ხელნძღვანელმა ნინო ზაუტაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და ყველა თანამშრომელს და მედია საშუალებას ადგილზე მისვლისა და გვერდზე დგომისკენ მოუწოდა. 

თანამშრომლებს იურიდიულად მხარდაჭერას საია უცხადებს. საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე აქციაზე მივიდა და სამართლებრივად განუმარტა, რომ მენეჯმენტს ამის უფლება არ აქვს და ეს არის ფაქტიურად ამ 150-მდე თანამშრომლის სამსახურიდან  გათავისუფლება.

საზმაუს პროფკავშირების ხელნძღვანელის განმარტებით, აქციები მანამდე გაგრძელდება, სანამ რეგულაცია არ მოხდება.

საქმე ეხება 150-მდე თანამშრომლისთვის ანაზღაურების ახალი, საათობრივი სისტემის შეთავაზებას. დასაქმებულების აზრით, მათ სამსახურიდან გაშვებას უპირებენ.