ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე საგამოძიებო კომისიის დასკვნისგან, რომელიც 5 სექტემბერს გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, შვილის მკვლელების იდენტიფიცირებას ელოდება.
ამის შესახებ ზაზა სარალიძემ "პრაიმტაიმს" განუცხადა და აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლება საქმეს სამართლიანად არ გამოიძიებს, პირობას დებს, რომ სხვა ხელისუფლებას მოუწევს საქმის გამოძიება.
"არანაირ მოთხოვნებს არ ვაყენებ, ვითხოვ ჩემი შვილის მკვლელების და მათი ხელისდამფარებლების დასჯას. ეს არ არის ჩემი პირადი ამბიცია. რა კანონიც დაარღვია თითოეულმა ადამიანმა, ყველა უნდა იყოს შესაბამისად მიცემული პასუხისგებაში. რაც შეეხება გაპოლიტიზირებას, მოეშვან თავად ამ გაპოლიტიზირებას, თუ არადა, პირობას ვდებ, სხვა ხელისუფლება გამოიძიებს ამ საქმეს როგორც საჭიროა", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.