ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, არიანა გრანდემ, არეტა ფრანკლინის დაკრძალვის ცერემონიაზე, სოულის ლეგენდის ჰიტი (You Make Me Feel Like) A Natural Woman შეასრულა.
გარდაცვლილi მუსიკოსის პატივსაცემად, ცნობილი ჰიტები შეასრულეს სტივი უანდერმა, ჯენიფერ ჰადსონმა, რონ იზლიმ და სხვა არტისტებმა.
არეტა ფრანკლინი, 76 წლის ასაკში, დეტროიტში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მომღერალს, 2010 წელს, პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
იხ. ვიდეორგოლი: