"დასავლეთ ნილოსის" ვირუსის შედეგად რომელიც კოღოს ნაკბენით გადადის 17 ადამიანი დაიღუპა

16:00 09-03-2018
755

საბერძნეთში დასავლეთ ნილოსის ვირუსის შედეგად, რომელიც კოღოს ნაკბენით გადადის, 17 ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ საბერძნეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი იტყობინება.  ევრონიუსის ცნობით, წელს, საბერძნეთში ვირუსით დაინფიცირების 130 შემთხვევა დაფიქსირდა. ათენის სამედიცინო ასოციაცია, საბერძნეთის მთავრობას მოუწოდებს, მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა ვირუსი არ გავრცელდეს. 

ვირუსის გავრცელება, ადრეულად დაიწყო და უცებ გაიზარდა, დაინფიცირების შემთხვევები.

1996 წელს, რუმინეთში, ამ ვირუსით დიდი ეპიდემია დაფიქსირდა, მას შემდეგ, ევროპის სხვა ქვეყნებში იყო შემთხვევები. ბოლო 10 წელია, თითქმის ყოველ ზაფხულს, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, ამ ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება - განმარტავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.   

დასავლეთ ნილოსის ვირუსის სიმპტომებია ცხელება, თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, ღებინება და გულისრევა. თუმცა, დაახლოებით 80%-ს მათ შორის, ვინც ამ ვირუსით ინფიცირდება, არანაირი სიმპტომები არ აქვს. 1%-ის შემთხვევაში კი მენინგიტი ან ენცეპალიტი ვითარდება, დანარჩენს კი სხვა ვირუსული ინფექციები უვითარდება.   როგორც საბერძნეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი აცხადებს, დასავლეთ ნილოსის ვირუსი ევროპაში დაინფიცირებული ფრინველების საშუალებით გავრცელდა, რომლებიც აფრიკიდან ჩაფრინდნენ ევროპაში. 

შეგახსენებთ, რომ დასავლეთ ნილოსის ციებ-ცხელება, გამოწვეულია ფლავივირუსის მიერ, რომელიც ადამიანებზე გადადის კოღოს ნაკბენით, ან ინფიცირებულ სისხლთან კონტაქტის მეშვეობით. 

დასავლეთ ნილოსის ვირუსი, ფლავივირუსის მიერ გამოწვეული ინფექციაა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში უსიმპტომოა, თუმცა შესაძლოა გამოიწვიოს, თვითგანკურნებადი გრიპისმაგვარი ავადმყოფობა (დასავლეთ ნილოსის ცხელება) და იშვიათ შემთხვევებში დასავლეთ ნილოსის ნეიროინვაზიური დაავადება.

ავტორი: რუსა ღვანიძე