დრამატული ეპიზოდი - მამამ 2 წლის ბავშვი სიკვდილს სასწაულად გადაარჩინა (ვიდეორგოლი)

17:02 09-03-2018
3176

რამდენიმე დღის წინ, ლოს-ანჟელესში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, დრამატული შემთხვევა დაფიქსირდა.

2 წლის ბავშვმა, ნოა ლინჩმა, შუა ღამით გაიღვიძა, მშობლების ოთახში გასვლა გადაწყვიტა და საწოლიდან გადმოსვლა სცადა. საწოლის სიმაღლე, საკმაოდ დიდი აღმოჩნდა და როცა უკვე იატაკზე, თავით უნდა დაცემულიყო, ელვისებური სისწრაფით მივარდა მამა, რომელმაც იატაკიდან, რამდენიმე სანტიმეტრში, მოახერხა ბავშვის დაჭერა. 

რომ არა, ნოას მამის სიმამაცე, ოჯახში, დიდი ტრაგედია დატრიალდებოდა. როგორც ჩანს, მამამ, ბავშვის ხმა გაიგო და ამბის გასაგებად მიაკითხა შვილს, გვერდით ოთახში.

სუპერ-მამამ, სწრაფი მოძრაობით მოახერხა სიტუაციის განმუხტვა და ბავშვი, რომელიც უკვე იატაკზე თავით ეცემოდა, ხელში დაიჭირა.  

დრამატული ეპიზოდი, რომელიც მხოლოდ 4 წამს მოიცავდა, ვიდეოკამერამ, რომელიც ბავშის ოთახში იყო დამონტაჟებული, დააფიქსირა. 

იხ. ფოტოები და ვიდეორგოლი:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე