ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელს 50 წლის დენიელ კრეიგს და რეიჩელ ვაისს ქალიშვილი შეეძინათ - "ეს ძალიან ამაღელვებელი საიდუმლო მომენტია!"

18:16 09-03-2018
398

50 წლის ინგლისელ მსახიობს, დენიელ კრეიგს და 48 წლის, რეიჩელ ვაისს, საერთო შვილი შეეძინათ. მსახიობმა, ნიუ-იორკის ერთ-ერთ ჰოსპიტალში იმშობიარა და  ქალიშვილი გააჩინა. ბავშვის სახელი და წონა, ამ ეტაპზე არ არის ცნობილი. მშობლებმა, არც ახალშობილის ფოტოები, არ გამოაქვეყნეს.

მიუხედავად იმისა, რომ პაპარაცები, მსახიობზე, მუდამ ნადირობდნენ, ორსულობის ფაქტს, რეიჩელი, ხუთი თვე მალავდა. მხოლოდ, 2018 წლის აპრილში, გაამჟღავნა საიდუმლო მსახიობმა, ფეხმძიმობის შესახებ. მისი ინფორმაციით, წყვილს, არ სურდა ბავშვის სქესის განსაზღვრა.

მე და დენიელი უბედნიერესი ადამიანები ვართ. ჩვენს ოჯახში, მალე, პატარა ადამიანი მოევლინება. ერთი სული გვაქვს, როდის დადგება ის დრო, როცა მას ვიხილავთ, ბავშვის სქესს, მნიშვნელობა არა აქვს - ეს, ძალიან ამაღელვებელი საიდუმლო მომენტია! - აცხადებს მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში. რამდენიმე ხნის წინ.    

შეგახსენებთ, რომ ბრიტანელი საიდუმლო აგენტის, ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელი, დენიელ კრეიგი და რეიჩელ ვაისი, 2010 წლიდან ერთად არიან. კრეიგს, ფიონა ლოუდონთან, 26 წლის ქალიშვილი - ელა ჰყავს, ხოლო ვაისს,  რეჟისორ დერენ არონოფსკისთან, 12 წლის ვაჟი - ჰენრი. 

იხ. ფოტოოები:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე