მაია თაბაგარი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს უხელმძღვანელებს. ინფორმაციას თავად თაბაგარი ადასტურებს. მაია თაბაგარი აქამდე დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო წივწივაძე იქნება.
მთავრობის ადმინისტრაციაში სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა, რომლის მიხედვით, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური შეიქმნა.