ჰოლვუდის მსახიობი ბრედ პიტი, სამშენებლო კომპანიასთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვია.
მსახიობი, ვარსკვლავებთან ერთად, მონაწილეობას იღებს Make It Right-ის საქველმოქმედო ფონდში, რომლებიც ახალ ორლეანში, ქარიშხალი კატრინას მიერ დაზარალებულ მოსახლეობას, სახლების აშენებაში უწევს დახმარებას. სტიქიიდან, ერთი წლის შემდეგ, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ახალი ორლეანის მოსახლეობამ, გადაწყვეტილება მიიღო, რომ ბრედის წინააღმდეგ, პირობის შეუსრულებლობის გამო, სასამართლოს მიმართოს.
ადგილობრივი ადვოკატის, რონ ოსტინის განცხადებით, რომელიც რამდენიმე დაზარალებული პიროვნების საქმეს იძიებს, ახალ ორლეანში შექმნილი მდგომარეობის გამო, გადაწყვეტილება მიიღო, რომ Make It Right-ის საქველმოქმედო ფონდის რამდენიმე წევრს, მათ შორის ბრედ პიტს, სასამართლოში უჩივლოს.
იურისტის ინფორმაციით, ფონდის მიერ აშენებულ შენობებს სახურავებთან, ელექტრო გაყვანილობასთან, წყალგაყვანილობასთან და კანალიზაცის სისტემებთან დაკავშირებული პრობლემლემები აქვს.
საქველმოქმედო ფონდის Make It Right-ის წარმომადგენლები, დაზარალებულ მოსახლეობას დაპირდა, რომ დაბრუნდებოდნენ და სარემონტო სამუშაოებს შეასრულებდნენ. მაგრამ პირობა, არ შეასრულეს.
რამდენიმე დაზარალებული, აცხადებს, რომ გაუსაძლისი პირობების გამო, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.
ტელეარხის WWL-TV-ის ინფორმაციით, Make It Right-ის საქველმოქმედო ფონდმა, 200 000 დოლარის სახლები შეიძინა. იმ ეტაპზე, ფონდის წარმომადგენლები კმაყოფილი დარჩნენ, რომ სახლების უმეტესობა, დაბალ ფასებში შეისყიდეს, მაგრამ შენობები უკვე ნგრევის პირას არის და მოსახლეობას საფრთხე ემუქრება.
დაზარალებული მოსახლეობა შოკშია და გამოსავალს ეძებს, რა სახსრებით გაარემონტონ შენობები.
იხ. ფოტოები: