1 დაღუპული და 76 დაშავებული - იაპონიაში ტაიფუნი მძვინვარებს.
ქალაქ ოსაკაში, აეროპორტი დაიტბორა. სტიქიის გამო, 600-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო. იაპონიაში, ბოლო 25 წლის მანძილზე ეს ყველაზე ძლიერი ტაიფუნია, სახელად "ჯები".
სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ შეეხეთქა ტანკერი აეროპორტის ასაფრენ ბილიკს.