სკანდალი! - "კიმ+დრეიკი" - კიმ კარაშიანს რომანი აქვს რეპერ დრეიკთან?! - "Kiki, do you love me? Are you riding?" (ვიდეორგოლი)

14:30 09-04-2018
816

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიმ კარდაშიანს და რეპერ დრეიკს რომანი აქვთ.

ყველაფერი იქედან დაიწყო, როცა რეპერის ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა, ტეილორ მონისონმა, ტვიტერზე, პოსტი გამოაქვეყნა - კიმ+დრეიკი, რომელიც რეპერის ახალი კლიპის Scorpionალბომიდან არის. 

სიმღერის ტექსტში, მთელი ფლეშმობი ეძღვნება, ვინმე კიკის - Kiki, do you love me? Are you riding? -  როგორც ირკვევა, კიმ კარდაშიანს, ოჯახის წევრები, კიკის ეძახიან, მის კოსმეტიკურ ბრენდშიც კი, ტუჩის საცხის ფერსაც კი კიკის სახელწოდება აქვს.  

ასევე ცნობილია, რომ კიმი და დრეიკი, დიდი ხნის მეგობრები არიან და თავისუფალ დროს, ხშირად ატარებენ ერთად. 

კიმი, ამ პოსტს დიდხანს არ ეხმიანებოდა, მაგრამ დღეს გადაწყვიტა, დუმილი დაერღვია და სოციალურ ქსელში ატეხილ სკანდალს, პოსტით უპასუხა: 

ეს, არასოდეს არ მომხდარა. ისტორიის დასასრული! - წერს კიმი ტვიტერზე. 

სავარაუდოდ, კიკის მეუღლე, კანე უესტი, ამ პოსტით კმაყოფილი და ბედნიერია! 

იხ ვიდეორგოლი და ფოტოკოლაჟი:

 

  

ავტორი: რუსა ღვანიძე