სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა ოზურგეთის საფეხბურთო კლუბ მერცხალის საქმიანობის შესწავლა დაიწყო.
ოპერატიული საქმის ფარგლებში დაიწყო ფაქტის გადამოწმება, თუ გამოიკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული, გამოძიებაც დაიწყება - განუცხადეს პრაიმტაიმს სუს-ში.
კონკრეტულ საქმეზე დამატებითი კომენტარი არ კეთდება. სავარაუდოდ, დეპარტამენტი კლუბში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ ფინანსურ საქმიანობას შეისწავლის.