"ღვთიური სილამაზე" - ვენსან კასელის რჩეული ტინა კუნაკი "საქორწინო" საცურაო კოსტიუმში პოზირებს

15:32 09-04-2018
2896

21 წლის, იტალიელი მოდელი ტინა კუნაკი და 51 წლის ფრანგი მსახიობი და სცენარისტი, ვენსან კასელი, რამდენიმე დღის წინ დაქორწინდნენ. განუმეორებელი და წარმოუდგენელი ქორწილის ცერემონია,  საფრანგეთის სანაპიროზე, ქალაქ ბიდარტში, ტრადიციულ სტილში გაიმართა.

მას შემდეგ, ტინა, მხოლოდ თეთრი ფერის სამოსში პოზირებს. საცურაო კოსტიუმიც კი, საქორწინო სტილში აირჩია - მოდელმა ფოტო, ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

ტინა, საცურაო კოსტიუმში,  საოცრად გამოიყურაბა - იფიქრებთ, რომ სწორედ მის ტანზეა შეყმნილი - ღრმა დეკოლტემ, მისი სხეულის მოყვანილობა, უფრო მეტად გამოააშკარავა.

ღვთიური სილამაზე -  შენ, აფროდიტეს ქალიშვილი ხარ - დიდ პატივს ვცემ, ვენსანის არჩევანს- წერენ სოციალურ ქსელში, წყვილის თაყვანისმცემლები.

შეგახსენებთ, რომ 18 წლის მოდელმა და 48 წლის მსახიობმა, პირველი ფოტო, 2015 წელს გამოაქვეყნეს, როცა იბიცაზე ერთად ისვენებდნენ.

იმ დროს, ვერავინ იფიქრებდა, რომ წყვილი, ამ ურთიერთობას, ქორწილის ცერემონიალით დააგვირგვინებდა, მათ შორის ხომ, ასაკობრივი ზღვარი 30 წელია! 

იხ. ფოტოკოლაჟი:

  

ავტორი: რუსა ღვანიძე