იმაზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ვიდრე ეს რეალურადაა საჭირო - ვასილ მაღლაფერიძე

16:07 09-04-2018
53

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელს ვასილ მაღლაფერიძეს პროფკავშირების წარმომადგენლები და ტელევიზიის ის თანამშრომლები ხვდებიან, რომლებსაც მაუწყებელი საათობრივ ანაზღაურებაზე გადასვლას სთავაზობს. 

თანამშრომლებისთვის ამ დრომდე გაუგებარია, რა მიზეზით გადაწყდა მათი გათავისუფლება, რაზეც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ ადამიანური რესურსის გადაცემაზე მორგება მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის თქმით, იმაზე მეტი ადამიანია დასაქმებული გადაცემებზე, ვიდრე ეს რეალურადაა საჭირო.

"ადმინისტრაციულ ნაწილში და ტექნიკურ ნაწილში მიმდინარეობს ამ გადაცემებთან დაკავშირებით რესურსის მთლიანად მორგება გადაცემებზე. მთავარი მიზანი ტელევიზიის და პროდუქცია, არის გადაცემა. ამ გადაცემებთან დაკავშირებით, რომლებიც ემსახურებიან ამ გადაცემებს, არის იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე ერთდროულად სჭირდება ამ გადაცემებს", - განაცხადა მაღლაფერიძემ.