მსახიობი, პამელა ანდერსონი, ჯანეტ ჯექსონის და ბრიჯიდ ნილსონის მსგავსად, მესამე შვილის გაცენას გეგმავს. ვარსკვლავს, დაგეგმილი აქვს, იმკურნალოს და კიდევ ერთელ გახდეს დედა. პამელა გამოტყდა, რომ დიდი ხანია ოცნებობს, კიდევ ერთი შვილის გაჩენაზე.
Playboy-ს ვარსკვლავი, ორი სრულწლოვანი შვილის - 21 წლის ბრენდ ტომასის და 20 წლის, დილან ჯაგერის დედაა. მსახიობის ბავშვები, უკვე გაზრდილები და დამოუკიდებლები არიან და პამელა, არ მალავს, რომ მესამე შვილის გაჩენის სურვილი აქვს, 32 წლის საქმროსგან, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელთან, ადილი რამისგან.
საინფორმაციო პორტალის The Sun-ის ინფორმაციით, მსახიობს გეგმაში აქვს, რომ იმკურნალოს და შვილის გასაჩენად მოემზადოს.
ანდერსონის ვაჟები, რომლებიც მსახიობს, ყოფილ მეუღლესთან, როკერთან, ტომი ლისტან ჰყავს, მიესალმებიან დედის გადაწყვეტილებას, მაგრამ განიცდიან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ისინი, საკმაოდ დიდები არიან იმისთვის, რომ გაიაზრონ, თუ რამდენად რთულია, ამ ასაკში, ჩასახვის პროცედურების ჩატარება და დაფეხმძიმება. 50 წლის ქალბატონის ორგანიზმი, რთულად გაივლის ჩასახვის პროცედურედურებს, მაგრამ თუ ოცნება აუსრულდება, მისი ორგანიზმისთვის დიდი ფიზიკური დატვირთვა იქნება - აცხადებს ოჯახის ახლობელი.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია, პამელა ანდერსონის და ადილ რამის სასიყვარულო რომანის შესახებ, გასული წლის ზაფხულში გახდა ცნობილი - როცა პაპარაცებმა, ნიცაში, ერთ-ერთ რესტორანში ერთად დააფიქსირეს. მას შემდეგ, წყვილი, ხშირად ხვდებიან ერთმანეთს.
ზაფხულში პამელა, სან-პეტერბურგშიც კი გაემგზავრა, შეყვარებულთან, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვების მისალოცად.
ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ადილმა, პამელას ოფიციალური წინადადება შესთავაზა და ხელი სთხოვა.
იხ. ფოტოკოლაჟი: