ფოთში სავარაუდოდ, ხელყუმბარის აფეთქებისას დაშავებულ მოზარდს ოპერაცია ჩაუტარდება

11:46 09-05-2018
84
თეგები: ფოთი

ფოთში აფეთქების დროს დაშავებულ 16 წლის მოზარდს თავზე ოპერაცია ჩაუტარდება. ექიმი განცხადებით, მოზარდი საავადმყოფოში ქალა ტვინის დაზიანებებით შეიყვანეს და იგეგმება ნეიროქირურგიული ჩარევა, თუმცა  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, რომ ფოთში, გამთენიისას, 4 პირს, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 1 და დაშავდა სამი მათგანი. საუბარია 33 წლის, 16 წლის, 29 წლის და 41 წლის მამაკაცებზე, რომელთაგანაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - 236-ე და 124-ე - მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, ან ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას და გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.