თუ, გადაწყვიტეთ რომ "იაპონურად" დაიკლოთ გაგაცნობთ რა უნდა იცოდეთ რომ სწორად მოვახერხოთ სხეულის წონის კორექცია

12:54 09-05-2018
392

იაპონური დიეტა, ერთ-ერთი ყველაზე საკამათო თემაა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ადამიანი, ამ დიეტით, ერთ კვირაში 7 კილოგრამს იკლებს, მეორე მხარე აცხადებს, რომ, ერთ გრამსაც ვერ იკლებს, ზიგი კი, მას საშიშ დიეტად მოიხსენიებს. თუ, გადაწყვიტეთ, რომ იაპონურად დაიკლოთ, გაგაცნობთ, რა უნდა იცოდეთ, რომ სწორად მოვახერხოთ, სხეულის წონის კორექცია. 

იაპონური დიეტის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი - მარილის საკვებიდან ამოღებაა. როგორც ცნობილია, მარილი, აფერხებს ორგანიზმში წყლის მიწოდებას. ამიტომ, მთელი დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ, 1,5-2 ლიტრი წყალი. 

დიეტა, მკაცრად აკრძალულია, ფეხმძიმე, ჰორმონალური დისბალანსის მქონე, ინსულტის, გულსისხლძარღვთა, კუჭნაწლავის ტრაქტის და სასუნთქი გზების მწვავე დაავადების პრობლემების მქონე ადამიანებისათვის.

მარილის სწრაფად ამოღება საკვებიდან, ორგანიზმისთვის დიდ სტრესს წარმოადგენს, ამიტომ წყალი, დიდი რაოდენობით უნდა მიეწოდოს ორგანიზმს, რომ არ მოხდეს გაუწყლიანება. პირველ ეტაპზე, მოსალოდნელია, სისუსტე და ამის გამო, დიეტაიაპონურად, წელიწადში, მხოლოდ ორჯერ არის დაშვებული. 

სანამ დიეტას დაიწყებდეთ, აუცილებელია მომზადება - ერთი კვირით ადრე, მენიუდან, უნდა ამოიღოთ ფასტფუდის პროდუქტები, ტკბილეულობა და ცხიმიანი პროდუქტები. ივახშმეთ, დაძინებამდე 3 საათით ადრე. დილით კი, უზმოზე, აუცილებლად მიირთვით ერთი ჭიქა წყალი. 

დიეტის ხანგრძლივობა, 7-დან 14-დღემდეა - სურვილის მიხედვით. დაუშვებელია, იმ პროდუქტებით ჩანაცვლება, რომლებიც მენიუში არ შედის.

მენიუ დღიურად, ერთი და იგივე 3 სახეობის პროდუქტს შეიცავს. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ხშირად, არ უნდა მიირთვათ. დიეტის მენიუს შემადგენლობაში შედის: კვერცხი, ბოსტნეულის სალათები, ზღვის თევზის ფილე, კომბოსტო, სტაფილო, ყაბაყი, ბადრიჯანი, ხილის ასორტი, ბანანის და ყურძნის გარდა, ზეითუნის ზეთი, ტომატის სოუსი, ლიმონი და შავი ყავა უშაქროდ, რძე და ნაღები. 

დაიმახსოვრეთ: რამდენ დღიან დიეტასაც გააკეთებთ, იმდენივე დღე, უნდა დაუთმოთ, მის შენარჩუნებას. მუდმივად ჩარტეთ რაციონში, სხვადასხვა პროდუქტები. მთავარია, რომ ერთი დღე, ერთი სახის პროდუქტი მიირთვათ და არ დაივიწყოთ, რომ მთელი დღის განმავლობაში, ერთი ჭიქა წყალი, დალიოთ, მინიმუმ 5-6 ჯერ.   

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე