სკანდალი! - 20 წლის მოდელი 87 წლის მლიარდერის იახტაზე გარდაცვლილი იპოვეს - "უკან დამაბრუნეთ - იქ სადაც"... (ვიდეორგოლი)

14:30 09-05-2018
2554

20 წლის ავსტრალიელი Instagram-მოდელი, შინეიდ მაკნამარა, საბერძნეთში, ერთ-ერთი კრუიზის დროს, იახტაზე გარდაცვლილი იპოვეს. იახტა, 87 წლის მილიარდერს, რომელიც მსოფლიოში, ერთ-ერთი  მდიდარი მექსიკელია, ალბერტო ბაილერსის კუთვნილებაა. ალბერტო, 28 წლის ასაკში, უკვე კომპანია Grupo Bal-ის დამფუძნებელი გახდა. 

საინფორმაციო პორტალი Independent-ის წყაროს ცნობით, ამ ეტაპზე, გარდაცვალების მიზეზი უცნობია. პოლიციელები, გარდაცვალების მიზეს, ამ დრომდე არკვევენ. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთ გაჩერებაზე, კალიფორნიის პორტში, გოგონა კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის კომაში იყო ჩავარდნილი და როგორც ამბობენ, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.  

ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით კი, რომელისც იახტასთან ახლოს, ნავზე იმყოფებოდა, დაინახა, როგორ ტივტივებდა წყალზე გოგონა, რომელსაც თოკით ჰქონდა ხელები შებორკილი. 

სანდო წყაროს ცნობით, შნეიდი, იახტის ეკიპაჟის წევრი იყო, რომელიც თითქმის ექვსი თვეა, რაც იახტაზე მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ თვით ალბერტმა და მისმა ოჯახმა, იახტა, ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვეს. მაკნამარა, საკუთარ ინსტაგრამზე მოგზაურობის დროს გადაღებულ ფოტოებს და საცურაო კოსტიუმების, ქალის ქვედა საცვლის და კოსმეტიკური საშუალებების რეკლამებს აქვეყნებდა.

შინეიდმა, გარდაცვალებამდე 2 კვირით ადრე, ინსტაგრამზე უცნაური პოსტი გამოაქვეყნა:

გონება მაქვს არეული! უკან დამაბრუნეთ - იქ, სადაც ჩემი ერთადერთი საზრუნავი იყო, რომ საკუთარი თავისთვის მიმეხედა -  წერს შინეიდი. 

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი: 

 

   

ავტორი: რუსა ღვანიძე