"რა უნდა დაგემართოს სამსახურში ამაზე მეტი..." - 51-ე სკოლის დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

15:25 09-05-2018
209

51-ე სკოლის დირექტორის უკვე ყოფილი დირექტორის, თინათინ ყენიას განცხადებით, თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ პრაიმტაიმის პრესკლუბში თავად თინათინ ყენიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ თანამდებობას სასწავლო წლის დასასრულიდან აღარ იკავებს.

მან ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის დღე გაიხსენა, როდესაც დირექტორის მოვალეობას ასრულებდა და აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობას გრძნობს. 

რა უნდა დაგემართოს სამსახურში ამაზე მეტი. ეს არის ცემი პირადი გადაწყვეტილება, ვთვლი, რომ იმ სკოლაში აღარ უნდა ვიყო, - განაცხადა თინათინ ყენიამ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი ხათუნა ბარაბაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამო თანამდებობიდან გადადგა.

2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე პირველი ექსპერიმენტული სკოლისა და 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირების შედეგად დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპნენ. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. საქმეზე ორი არასრულწლოვანი გ.ბ. და გ.ჯ. დააკავეს.

31 მაისის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, გ.ბ. დამნაშავედ სცნეს დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. დამნაშავედ სცნეს დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.

ამავე განაჩენით, გ.ბ. , გ.ჯ.-სთან ერთად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ. მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა, როგორც დავით სარალიძის მკველობის მცდელობა დამაძიმებელ გარემოებაში.



ავტორი: ლილუ მიროტაძე