51-ე სკოლის დირექტორის ყოფილი მოადგილე თინათინ ყენია აცხადებს, რომ გადადგომას ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრუწლოვნების მკვლელობის მეორე დღესვე აპირებდა, თუმცა სკოლაში დაპირისპირების გამო, ამის საშუალება არ მიეცა.
ამის შესახებ დირექტორის ყოფილმა მოადგილემ პრაიმტაიმის პრესკლუბში განაცხადა.
თქვენ არ იცით რა ხდებოდა ამ კონფლიქტის მეორე დღეს სკოლაში. იყო დაპირისპირებული მხარეები. ის ბავშვები დღემდე ჩვენს სკოლაში არიან. ყველას უფლებები უნდა ყოფილიყო დაცული. იყო დავით სარალიძის კლასელებსა და ლევან დადუნაშვილის კლასელებს შორის დაძაბულობა და ამას გამოხატავდნენ. მოდიოდნენ მშობლები და მეუბნებოდნენ, რომ თქვენ უნდა იყოთ ამ სკოლაში და უნდა გააკეთოთ მაქსიმუმი ფსიქოლოგებთან ერთადო. 8 ფსიქოლოგი მუშაობდა სკოლაში, - განაცხადა თინათინ ყენიამ.
2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე პირველი ექსპერიმენტული სკოლისა და 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირების შედეგად დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპნენ. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. საქმეზე ორი არასრულწლოვანი გ.ბ. და გ.ჯ. დააკავეს.
31 მაისის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, გ.ბ. დამნაშავედ სცნეს დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. დამნაშავედ სცნეს დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.
ამავე განაჩენით, გ.ბ. , გ.ჯ.-სთან ერთად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ. მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა, როგორც დავით სარალიძის მკველობის მცდელობა დამაძიმებელ გარემოებაში.