ემინემმა ახალი ალბომი "Kamikaze" გამოუშვა სადაც კოლეგებს ცინიკურად აკრიტიკებს - "ადიოს! ეხლა ვხვდები, რატომ ჰყავს Lil Yachty-ს ჩემზე მეტი თაყვანისმცემელი!" ( ვიდეორგოლი)

16:08 09-05-2018
279

45 წლის რეპერმა, ემინემმა, რამდენიმე დღის წინ ახლი ალბომი - Kamikaze გამოუშვა. საზოგადოების მხრიდან, ალბომის სახელწოდებამ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. რეპერი, თითქმის ყველა მის კოლეგას შეეხო კრიტიკული და ცინიკური განცხადებებით. 

მაგალითისთვის, შემოგთავაზებთ 21 წლის რეპერის, Lil Yachty-ის მიმართ, ემინემის გამოთქმულ კრიტიკას:

მოაშორე ეს გაზუთხული ტრეკი ჩემი Audi-დან. ადიოს!(ნახვამდის) ეხლა ვხვდები, რატომ ჰყავს Lil Yachty-ს უფრო მეტი თაყვანისმცემელი, ვიდრე მე.    ეს არ არის დისი, ეს ჩემთვის არ არის - ამბობს ემინემი.

Lil Yachty გამოეხმაურა ემინემის კრიტიკას, მას კიდეც გაეხარდა, რომ ემინემმა ის საკუთარ ტრეკში მოიხსენია და განაცხადა: რა სისასტიკეა. მე მომწონს ემინემი - აცხადებს Lil Yachty. 

Kamikaze-ს თრეკში, ასევე მოიხსენიება, რეპერი დრეიკი: უამრავი ნახვები აქვს შენს თრექს, მაგრამ მაინც ჩემს შემდეგ ხარ. 

ემინემმა, არც 27 წლის რეპერი ტაილერი დატოვა უყრადღებოდ.

ტაილერს არაფერი არ შეუქმნია. ვხვდები, რატომ უწოდე შენს თავს პედერასტი.  თუკი ჩემი კრიტიკა გაქვს გადაწყვეტილი, ჯერ ჩემს სიმაღლეზე უნდა დადგე - ამბობს ემინემი.

ჟურნალისტებმა, ახალ ალბომში, ემინემის მხრიდან, რეპერ ოქსიმირონის კრიტიკაც აღმოაჩინეს.

Shade 45-ზე მოვუსმინე შენს ფრისტაილს, სირცხვილია, რომ ეს ნაგავი ჩავრთო. ზუსტად ვიცი, რომ ამ ნაგავს, არასოდეს არ მოვუსმენ, ამის გარანტიას გაძლევ. ეს ნაგავი, იმდენად ჩამორჩენილია, რომ ეთერში მისი გაშვება შეუძლებელია - ამბობს ემინემი.

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი:    

  

 

ავტორი: რუსა ღვანიძე