ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალური ქსელით, საგამოძიებო კომისიის მიერ წარმოდგენილ ერთ-ერთ დასკვნას ეხმაურება. წერილს უცვლელად გთავაზობთ:
"მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა დასკვნა დადო სადაც იკვეთება, რომ დამნაშავე არავინ არაა და ჩემმა შვილმა თავისივე ხელით მიიყენა სასიკვდილო ჭრილობები.
თურმე ზაზა სარალიძე ითხოვს სუბელიანის პასუხისმგებლობას, ვინ გაღუნა დანა და ვინ დაანგრია ფარდულიდა არა მკვლელს.
თქვენ დავით ზაზას ძე სარალიძე მოგაყენებთ პოლიტიკურ სასიკვდილო ჭრილობებს თქვენი მომთრევის დედაც" - წერს სარალიძე.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელმა პარლამენტში შექმნილმა საგამოძიებო კომისიის წევრებმა დღეს ორი დასკვნა წარადგინეს. საპარლამენტო უმრავლესობამ სხვა სახის დასკვნა დადო, უმცირესობამ კი - სხვა.
ორი არასრულწლოვნის სიცოხლე 2017 წლის პირველ დეკემბერს სისხლიანმა გარჩევამ იმსხვერპლა.