"ალტერნატიული დასკვნა ხრიკივით არის"... - ზვიად კუპრავა

21:02 09-05-2018
100

"სამართალდამცველთა რეფორმების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა მიიჩნევს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნისთანავე, მმართველმა გუნდმა მიზნად დაისახა ალტერნატიული დასკვნის დადება, რთა საზოგადოება დაბნეულიყო. ამის შესახებ მან "იბერიას" ეთერში, გადაცემაში "თავისუფალი სივრცე" განაცხადა:

"ის, რომ ალტერნატიული დასკვნა იდება სახელისუფლებო "ქართული ოცნების" კომისიის წევრების მხრიდან, ესეც გარკვეული ხრიკივით არის, რომელიც შეიძლება ჩაფიქრებული ყოფილიყო მაშინვე, როდესაც საპარლამენტო კომისიის შექმნაზე იყო ლაპარაკი, რომ თუ დაუშვათ, ადამიანები გამოიძიებდნენ ამ საქმეს და რეალურად დადებდნენ იმას, რაც მოხდა, შეექმნათ ალტერნატიული დასკვნა და საზოგადოებაში გაეხლიჩათ აზრი" - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს იკვლევდა, დღეს საბოლოო დასკვნა უნდა დაედო. აღმოჩნდა, რომ კომისიის წევრების ერთ ნაწილს ამ საქმეზე სხვა ხედვა აქვს. ამიტომ, მმართველი გუნდის წევრებმა საკუთარი, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა და თავისი დასკვნა დადეს.



ავტორი: