საგამოძიებო კომისიამ, "ევროპული საქართველოს" მიერ მომზადებული დასკვნას დაუჭირა მხარი

21:22 09-05-2018
98

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოსაძიებლად შექმნილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ, "ევროპული საქართველოს" მიერ მომზადებული დასკვნას დაუჭირა მხარი.

ოთარ კახიძის მიერ წარმოდგენილი დასკვნა 9 ხმით ოთხის წინააღმდეგ დაამტკიცეს. 

კენჭისყრაზე, ასევე წარმოდგენილი იყო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული ალტერნატიული დასკვნაც.

ერთ-ერთი საკითხი, რაზეც კომისიის წევრები ვერ თანხმდებოდნენ, მკვლელობაში მ.კ-ს მონაწილეობას შეეხებოდა. ასევევ საუბარი იყო, საგამოძიებო მოქმედებიბს სწორად და დროულად ჩატარებაზე.

დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობით, ცხრა წევრით "ევროპული საქართველო" იყო წარმოდგენილი, დანარჩენი 4 წევრი კი - "ქართული ოცნებიდან".

67-გვერდიანი დასკვნა ახლა პარლამენტის ბიუროზე, შემდეგ კი - პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა დასამტკიცებლად.

ავტორი: