იაპონიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ საპოროში 7 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ გეოლოგიური ცენტრის კვლევაზე დაყრდნობით, independent-ი წერს.
ამ ეტაპზე უცნობია, არის თუ არა მსხვერპლი.
ორი დღეა იაპონია სტიქიურ უბედურებებს ებრძვის. ქვეყანას გუშინ ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მძლავრი ტაიფუნი, „ჯები“ დაატყდა, რომელსაც 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 350 კი - დაშავდა.