რას წერს ამერიკაში დაკავებული ქართველი მოკრივე - სასამართლო პროცესი 7 სექტემბერს გაიმართება

00:59 09-06-2018
255

ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი 7 სექტემბერს, 10:00-ზე გაიმართება. ამის შესახებ ხურციძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს:

Sentencing for Avtandil
Friday, September 7th at 10:00 am
500 Pearl Street NYC , NY 
Judge Forrest’s courtroom.

ავთოს სასამართლო გაიმართება პარასკევს 7 სექტემბერს დილის 10 საათზე.
მისამართი : 
500 Pearl Street NYC , NY 
Judge Forrest’s courtroom

#FREEDOMFORTHECHAMPION - ნათქვამია წერილში.

შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში 2017 წლის ივლისში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის“ წევრობაში ედებათ. მათ შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს, ხურციძეს კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. 2018 წლის ივნისში აშშ-ის სასამართლომ ავთანდილ ხურციძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. ხურციძეს ბრალი რეკეტსა და თაღლითობაზე დაუმტკიცეს.

Boxingscene-ს ინფორმაციით, 39 წლის ქართველ მოკრივეს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 40 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, თუმცა 4 ივლისს, აშშ-ის სასამართლომ ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს სასჯელი შეუმსუბუქა. ახლა მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

20 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა ავთანდილ ხურციძე დამნაშავედ ცნეს. სასჯელის ზომა კი სასამართლო 21 სექტემბერს უნდა გამოეცხადებინა. როგორც ჩანს, პროცესი დროზე ადრე გაიმართება.



ავტორი: