"საერთაშორისო სამხრეთ კავკასიური მედიაფორუმზე", რომელიც 4-7 სექტემბერს ტარდება თბილისში, ქართული მედია საშუალებები და ექსპერტებიც დარეგისტრირდნენ. მათი ნაწილი 5 სექტემბრის შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას.
“მითების დეტექტორმა” ღონისძიებაზე რეგისტრირებული ქართული მედია საშუალებების და ექსპერტების სია გამოაქვეყნა:
საზოგადოებრივი მაუწყებელი, 1 არხი - ზვიად ავალიანი,
ტელეკომპანია “ობიექტივი” - ბონდო მძინარიშვილი, ვალერი კვარაცხელია,
Sputnik Georgia - ანასტასია ხატიაშვილი,
“საქართველო და მსოფლიო” - ეკატერინა ნასყიდაშვილი, სოფია კაკაჩია,
„საქინფორმი“ - არნო ხიდირბეგიშვილი, დიანა შერეშაშვილი,
საინფორმაციო სააგენტოს “პატრიოტი” - გიორგი ირემაძე
ქართველი ექსპერტები:
არჩილ სიხარულიძე- ექსპერტი, პოლიტიკური ანალიტიკოსი,
გიორგი აბაშიძე, პოლიტოლოგი, ანალიტიკოსი,
მამუკა არეშიძე- პოლიტოლოგი, კავკასიურ საკითხთა ექსპერტი
გულბაათ რცხილაძე- “ევრაზიული ინსტიტუტი”-ს დამფუძნებელი.
მედიაფორუმს, თბილისში საპროტესტო აქციაც მოჰყვა. აღმოჩნდა, რომ მასში მონაწილეთა ნაწილმა, პროტესტის ნიშნად ფორუმი დატოვა, ნაწილი კი საერთოდ არ გამოცხადდა.
2018 წლის 4-7 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო Vere Palace-ში "საერთაშორისო სამხრეთ კავკასიური მედიაფორუმი" იმართება. წლევანდელი მედია ფორუმის თემაა "მედიის როლი რეგიონში ნდობის განმტკიცებაში".
ფორუმის საგანგებო სტუმარი რუსული სახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტოს “Россия сегодня-ს” (Russia Today/RT) პოლიტიკური მიმომხილველი დიმიტრი კოსირევია.
ფორუმზე მომხსენებელთა თავდაპირველი სია ასე გამოიყურებოდა:
ალექსეი ვიშნევეცკი – რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე;
ვიქტორ ლიტოვკინი – „იტარ-ტასის“ სამხედრო მიმომხილველი ვიქტორ ლიტოვკინი;
გენადი ბორდიუგოვი – რუსი საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი;
ალან კასაევი- გაზეთ „Северная Осетия“-ს მთავარი რედაქტორი;
ალექსეი მალაშენკო – МГИМО-ს პროფესორი, პოლიტოლოგი.
თუმცა, ოკუპაციის კანონის დარღვევის გამო, ქართველმა მესაზღვრეებმა დელეგაციის სამი წევრი ქვეყანაში არ შემოუშვეს. მათ შორის არიან რუსი საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი გენადი ბოდრიუგოვი, რუსული გამოცემა Tass-ის სამხედრო მიმომხილველი ვიქტორ ლიტოვკინი და ალექს ტოკარევი.
მედიაფორუმის ორგანიზატორები არიან რუსეთის პოლიტოლოგიური ცენტრი „Север-Юг“, პრესკლუბი „თანამეგობრობა“ და გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“. ფორუმი რუსეთის საპრეზიდენტო გრანტების ფონდის მხარდაჭერით იმართება.