იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოზე 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. არის მსხვერპლი. ბოლო მონაცემებით სტიქიას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 40-ს კი ამ დრომდე ეძებენ. ინფორმაციას bbc ავრცელებს.
სამი დღეა იაპონია სტიქიურ უბედურებებს ებრძვის. ქვეყანას ორი დღის წინ ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მძლავრი ტაიფუნი, „ჯები“ დაატყდა, რომელსაც 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 350 კი - დაშავდა.
ასევე, გუშინ 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იყო იაპონიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ საპოროშიც.