როუზ მაკგოუენი ტრანსგენდერთან ერთად აბაზანაში სრულიად შიშველი პოზირებს - ეპატაჟური მსახიობი რომელიც "ჰოლივუდის მონსტრს" სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა (ფოტო)

14:17 09-06-2018
883

ჰოლივუდის ვარსკვლავი, როუზ მაკგოუენი, ცნობილია, როგორც ეპატაჟური მსახიობი, მაგრამ თუ, ამ დონეზე უცნაური იყო, ვერავინ წარმოიდგენდა.   

გუშინ ვარსკვლავმა, რომელსაც 45 წლის იუბილე ჰქონდა, საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად, გადაწყვიტა სელფი გადაეღო. მსახიობი, ფოტოზე, ნახევრად შიშველი პოზირებს.  

ვარსკვლავის მხრიდან, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა სრულიად შიშველი პოზირებს.

რამდენიმე დღის წინ, როუზმა ინსტაგრამზე, მოდელ ანდროგინო რეინ დავთან (მოდელი როგორც მამაკაცის, ასევე ქალის თვისებებით გამოირჩევა) ერთად გადაღებული, ფოტო გამოაქვეყნა, რომელთანაც, როგორც ამბობენ, სასიყვარულო რომანი აქვს. ფოტოზე ჩანს, რომ წყვილი, აბაზანაში ერთად არიან.

შეგახსენებთ, რომ მაკგოუენი, პირველი ადამიანი იყო, რომელმაც ჰოლივუდის პროდიუსერი, ჰარვი ვაინშტეინი, სესუალური ძალადობის და გაუპატიურების ფაქტზე ამხილა. 

როუზმა, არა მარტო ფილმი გადაიღო, არამედ წიგნიც კი გამოსცა, ჰოლივუდის მონსტრის წინააღმდეგ, ბრძოლის დასაწყებად.

იხ. ფოტოკოლაჟი:

ავტორი: რუსა ღვანიძე