რას აცხადებენ განათლების სამინისტროში რვეულზე, რომელშიც ქართული ანბანის ასოები არასწორად წერია

14:50 09-06-2018
401

სოციალურ ქსელში ფოტოები გავრცელდა, რომელზეც ჩანს, როგორ წერია ქართული ანბანის ასოები ფოტოებთან შეუსაბამოდ.

მაგალითად ხის ფოტოს ასო "ე" აწერია, მზის ფოტოს "ზ" და ა.შ.

როგორც განათლების სამინისტროში "პრაიმტაიმთან" აცხადებენ, ეს კონკრეტული რვეული გრიფირებული არ არის. ბაზარზე კი გამომცემელი რასაც უნდა იმას გაიტანს.

"ყველა სკოლამ იცის, რა სახელმძღვანელო და რვეულია გრიფირებული და ირჩევს იმას. რეგულაცია კი სწორედ ეს არის. სხვა სახის დამატებითი ნორმის შემოღება კი სამინისტროს კომპეტენციას სცილდება", - აღნიშნეს სამინისტროში. 

 

ნინა რაზმაძე