საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს ირაკლი ნადირაძე თვლის, რომ რომ ივნისში, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე უკანონოდ დააკავეს.
ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ყველა მტკიცებულება აქვს, რომ მის მიერ არანაირ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
"ივნისის დასაწყისში, სოლიდარობის აქციაზე დამაკავეს და მხოლოდ ახლა, სამი თვის შემდეგ გაახსენდათ, რომ ჩემი სასამართლო იყო ჩასატარებელი. წარმოდგენილი მაქვს ყველა მტკიცებულება, მათ შორის ვიდეომტკიცებულება, რომ არანაირ სამართალდარღვევას არ ჰქონია ჩემი მხრიდან ადგილი. მხოლოდ იმიტომ თუ უნდა გამამტყუნონ, რომ პოლიციამ 100 მეტრის მანძილზე „მაკატავა“, ეს კიდევ ერთხელ იყოს მათ ნამუსზე. ჯერჯერობით არანაირი დოკუმენტი არც ერთ პოლიციელს ჩემთვის არ ჩაუბარებია და ვნახოთ, რას წარმოადგენენ სასამართლოზე“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.