მეგან მარკლი შვილის გაჩენის იდეით არის "შეპყრობილი" - სასექსის ჰერცოგინიამ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებს "ჩემპიონები" უწოდა

15:40 09-06-2018
809

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებთან, საქველმოქმედო საღამოზე იმყოფებოდნენ.

გუშინ, 33 წლის პრინცი და 37 წლის ჰერცოგინია, WellChild Awards-ის ღონისძიებაზე, მძიმე დაავადების მქონე ბავშვების, დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ.  

შეხვედრაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი, ღონისძიების მთავარი გმირები - ბავშვები, იყვნენ, რომლებსაც სასექსის ჰერცოგინიამ, ჩემპიონები უწოდა:

თქვენ დაგვიმტკიცეთ, თუ რას ნიშნავს იყო ჩემპიონი, არა მარტო შენი თავისთვის, არამედ საკუთარი ოჯახისთვის, საზოგადოებისთვის და ყველა თქვენი გულშემატკივარისთვის - აცხადებს მარკლი. 

ამ მნიშვნელოვან და თან საკმაოდ მძიმე ღონისძიებაზე, მეგანი, დიზაინერის Altuzarra-ს ბრენდის, შავი ფერის, სადღესასწაულო კოსტიუმში, Stella McCartney-ის ხელჩანთით და Aquazzura-ს ბრენდის, წვრილ ქუსლიანი ფეხსაცმლით პოზირებდა. 

აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ მეგან მარკლი, ბოლო დროს, საზოგადოების წინაშე, შავი ფერის სამოსში ჩნდება. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეგან მარკლი, მოგზაურობის შემდეგ, შვილის გაჩენის იდეით იყო შეპყრობილი. წყვილი, სტუმრად იმყოფებოდა, ჯორჯ და ამალ კლუნთან, რომლებიც ტყუპებს ზრდიან. 

მეგანმა და ჰარიმ, ბრწყინვალე დრო გატარეს, ჯორჯთან და ამალთან ერთად. მათ ძირითადად, ტყუპებთან თამაში მოსწონდათ - ამბობდა ჰერცოგინიას ახლო მეგობარი.   

იხ. ფოტოკოლაჟი:

ავტორი: რუსა ღვანიძე