ცნობილია, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი, მიკი რურკი, ამ ეტაპზე, ასკეტურ ცხოვრებას ეწევა - განდეგილად ცხოვრობს. მსახიობის ინსტაგრამზე ცხოველების ფოტოს, უფრო ბევს შეხვდებით, ვიდრე ქალების.
რურკი, მთელ მის ცხოვრებას, ცხოველებს უთმობს - მას, საკუთარ ძაღლთან ერთად სძინავს და ერთი თეფშიდანაც კი, სადილობენ. სანდო წყაროს ინფორმაციით, მსახიობს ცხოველების მიმართ, ფანატიკური სიყვარულის გრძნობა გაუჩნდა. ამის მთავარი მიზეზი კი, მის მიერ, ქალბატონებთან გამუდმებული რომანები და დაშორებები გახდა. მსახიობი აცხადებს, რომ მესამედ დაქორწინებას, აღარ აპირებს. ამბობს, რომ ურჩევნია, კიდევ ერთი ძაღლი აიყვანოს.
როგორც პროფესიონალმა მოკრივემ, კრივის ჩემპიონატში, 1991-94 წლებში, რვაჯერ მიიღო მონაწილეობა. აქდან ექვსი ბრძოლა, წარმატებით დაასრულა, ხოლო ორი, ფრედ.
ამ გამარჯვების შემდეგ, ექიმებმა მსახიობს, იმისთვის რომ, მთელი სიცოცხლე, ჯანმრთელი ცხოვრებით გეტარებინა, სპორტულ კარიერაში ჩართვა შესთავაზეს. 62 წლის ასაკში, რურკი ისევ გამოჩნდა რინგზე საბრძოლველად, სადაც 29 წლის სპორსმენი დაამარცხა. ეს მოხდა ქ. მოსკოვში.
ვარსკვლავს, 1980-იან წლებში, საუკეთესო მსახიობად მოიხსენიებენ. ის, უამრავი ძვირად ღირებული ავტომობილის და მოტოციკლის მფლობელი იყო. ამ წლებში, მსახიობა, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება დაიწყო და არასწორი გზით წაიყვანა მისი ცხოვრება.
ფილიპ ანდრეს რურკი - ვარსკვლავების იმ კატეგორის მიეკუთვნება, რომელიც გამოირჩევა, როგორც ველური გარეგნობის, მაგრამ უაღრესად სიმპათიური, სენტიმენტალური.
სამსახიობო კარიერა, მსახიობისთვის არ იყო ერთადერთი და მთავარი წყარო. ამ ფაქტს არც მალავს მსახიობი და აცხადებს:
სპორტი, ყოველთვის უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, ვიდრე კინო. სპორტულ ცხოვრება ჩემთვის მნიშვნელოვანია, სურვილი მაქვს, რომ ახლო მომავალში, ჩემი თავი რამე ახალ სპორტში, სანამ გერონტოლოგიური(დაბერების პროცესებს და სიცოცხლის გახანგრძლივების მექანიზმებს) ცხოვრების სტილზე, დავიწყებდე ისევ მონატრებას - ამბობს რურკი. ცნობილია, რომ მსახიობი, 12 წლის ასაკიდან იყო კრივით დაავადებული.
80-იანი წლების თაობა, მისი ყველაზე ცნობილი ფილმით 9 1/2 კვირა, იყვნენ აღფრთოვანებულები. ის იყო საოცარი გარეგნობის და სხეულის ვარსკვლავი. მიუხედავად ამისა, მან მაინც სისხლიანი სპორტი აირჩია. ცნობილია, რომ რინგზე ექვჯერ გამარჯვების სანაცვლოდ, ოთხჯერ მოიტეხა ხელის მტევანი, ორჯერ ცხვირი, ღაწვის ძვალი, ხერხელალი და ნეკნი.
მიუხედავად მისი ტოტალური გარდაქმნისა, 10 წლის შემდეგ, მსახიობმა და სპორტსმენმა, ისევ კრივის მეშვეობით, მოახერხა, ნარკოტიკებისგან თავის დაღწევა და ჰოლივუდში დაბრუნება.
მიკის პირველი მეუღლე, დებრა ფოიერი, რომელთანაც მსახიობმა რვა წელი გაატარა. აცხადებს, რომ მიკი, უაღრესად კარგი პიროვნებაა, ის ყურადრებიანი და გაწონასწორებული ადამიანია. ცნობილია, რომ მსახიობი, ყოფილ ცოლთან დღემდე მეგობრობს და მისი გოგანაც კი, საკთარი შვილივით უყვარს.
მეორე ცოლი, მსახიობი და მოდელი კერი ოტისი, მსახიობმა, ფილმის - ველური არქიდეა, გადაღების დროს გაიცნო. ამბობენ, რომ ფილმში - 9 1/2 კვირა და ველუი არქიდეა, მსახიობები დუბლის გარეშე თამაშობენ, ისეთ სცენებშიც კი, სადაც საკმაოდ სექსუალური კადრებია.
ფილმის,ველური აქიდეის გადაღებების დასრულების შემდეგ, წყვილი დაქორწინდა.
ქორწინებას მოყვა უამრავი ნარკოტიკი, ეჭვიანობა, ოჯახური ძალადობა, მაგრამ ამავე დროს საოცრად დიდი სიყვარული. კერი, ვერ უძლებდა დაძაბული ცხოვრების სტილს და გაყრა გადაწყვიტა, რის გამოც მიკიმ თითიც კი, მოიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ მიკი, ამ საქციელის გამო, ხელის თითს კარგავდა, მეუღლემ, ის მაინც მიატოვა. მიკიმ მოახერხა თითის საყინულეში შენახვა, რის შემდეგაც, ექიმებმა მისი გადარჩენა შესძლეს და თითი შეუნარჩუნეს.
2008 წლის, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე, მიკი რურკი, ოქროს გლობუსის მფლობელი გახდა, ნომინაციაში, საუკეთესო როლის შესრულებისთვის, დერენ აროფონსკის ფილმიდან.
65 წლის მსახიობი, Wild Card-ის კრივის დარბაზში, რომელიც მსოფლოში ყველაზე ცნობილ მწვრთნელს, ფრედი როუჩუს ეკუთვნის, დღემდე აგრძელებს ვარჯიშს.
იხ. ფოტოკოლაჟი: