"ჩემი შვილის მკვლელობაში მ.კ-ს გარდა კიდევ ერთი არასრულწლოვანი ფიგურირებს" - ზაზა სარალიძე (ვიდეო)

21:16 09-06-2018
191

ჩემი შვილის მკვლელს პირდაპირ არ დავასახელებ. საზოგადოებამ კარგად იცის ვინც არის. ერთ-ერთი მონაწილე მ.კ-ა და კიდევ ფიგურირებს ერთი არასრულწლოვანი,- ამის შესახებ, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, გადაცემაში ,,თვისუფალი სივრცე'' განაცხადა.

,,ხელისუფლებამ ზაზა სარალიძის ოჯახის განადგურება გადაწყვიტა, მაგრამ ზაზა სარალიძე ამ ხელისუფლებას თავად გაანადგურებს. არ გავჩერდები სანამ ჩემი შვილის მკვლელს სამართლის წინაშე არ წარვადგენ. თურმე პარლამენტის პრესტიჟი უფრო, მნიშვნელოვანია ვიდრე ჩემი შვილი. ბესელიამ კი, რომელმაც ვიღაცად მომიხსენია... ვიღაცეები თვითონ არიან. ამას ვანახებ ათი სექტემბრიდან. 

ჩემი შვილის მკვლელს პირდაპირ არ დავასახელებ. საზოგადოებამ კარგად იცის ვინც არის. ერთ-ერთი მონაწილე მ.კ-ა და კიდევ ფიგურირებს ერთი არასრულწლოვანი,''- განაცხადა ზაზა სარალიძემ