პარტია გადაწყვეტს, ვის და როგორ დავუჭერთ მხარს, პარტია მარტო ბიძინა ივანიშვილი არ არის - გუგული მაღრაძე

11:02 09-07-2018
58

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გუნდი მიიღებს.

"პარტია გადაწყვეტს, ვის და როგორ დავუჭერთ მხარს. დაველოდოთ, ხვალ ყველაფერი გახდება ცნობილი. ფინანსური მხარდაჭერაც პარტიის დონეზე იქნება გადაწყვეტილი. პარტია მარტო ბიძინა ივანიშვილი არ არის, მასში უამრავი ადამიანია“, - განაცხადა მაღრაძემ. 

როგორც უკვე ცნობილია, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატს არ წარადგენს. მხარს კი დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს. საბოლოო გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი სავარაუდოდ ხვალ გააჟღერებს.

 

 

ნინა რაზმაძე