გარდაიცვალა აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის ჯონ კენედის დისშვილი ჰოლივუდის მსახიობი კრისტოფერ ლოუფორდი

13:15 09-07-2018
414

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი, კრისტოფერ ლოუფორდი, 64 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა. 

საინფორმაციო პორტალი TMZ-ს წყაროს ცნობით, მსახიობი, სპორტულ დარბაზში, იოგას ვარჯიშის დროს, შეუძლოდ გახდა. შეგახსენებთ, რომ იოგის სპორტული დარბაზის ინსტრუქტორი, მისი მეუღლე, მესედეს მილერი გახლდათ.

ექიმებმა, ვერ შეძლეს ვარსკვლავის გადარჩენა და გარდაიცვალა. მისი ბიძაშვილის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ გულის კუნთის ინფარქტი იყო. 

ცნობილია, რომ მსახიობს, 1970-80-იან წლებში, ნარკოტიკებთან ჰქონდა პრობლემები და მკურნალობის კურსს გადიოდა. მან, დიდი ბრძოლის შემდეგ, შესძლო ავადმყოფობისგან თავის დაღწევა და ნარკოდამოკიდებულების წინააღმდეგ, ბრძოლა გამოაცხადა.

ვცდილობ ბრძოლა გამოვუცხადო სტიგმატიზაციას და სირცხვილის გრძნობას. ამ პრობლემების მქონე ადამიანებს, მინდა მივცე შანსი და იმედი, რომ თუკი მოისურვებენ ნარკოტიკებისგან თავის დღწევას, ამ ავადმყოფობის დამარცხება, შესაძლებელია - მთავარია სურვილი და მონდომება - წერს კრისტოფერი მის ახალ წიგნში. 

ცნობილია, რომ მსახიობი, სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი მეუღლე, ჯინი ოლსონი, ჟურნალ New York-ის სარეკლამო სააგენტოს თანამშრომელი იყო. წყვილი, 1884 წელს გაქორწინდა. მათ სამი შვილი გაუჩნდათ. 2000 წელს, ისინი განქორწინდნენ. ლოურენსმა, 2005 წლის აგვისტოში, მეორედ იქორწინა, რუს მსახიობზე, ლანა ანტონოვაზე, რომელსაც 2009 წელს დაშორდა.

2014 წლის მაისში, კრისტოფერმა, იოგის ინსტრუქტორთან, მერსედეს მილერთან იქორწინა. კრისტოფერს სამი შვილი დარჩა - დევიდ კრისტოფერი, სავანა როუზი მეთიუ ვალენტაინი. 

შეგახსენებთ, რომ კრისტოფერ ლოუფორდი, აშშ-ის, ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის ახლო ნათესავი იყო - ცნობილი მსახიობის, პიტერ ლოუფორდის და აშშ-ის 35-ე პრზიდენტის დის, პატრიცია კენედის ვაჟიშვილი გახლდათ. 

მსახიობის შესრულებული როლებიდან, აღსანიშნავია სერიალები მთავარი ჰოსპიტალი და ჩემი შვილები. ასევე მხატვრული ფილმი Terminator 3: Rise of the Machines, 2003.

მსახიობობასთან ერთად, კრისტოფერი, ამერიკული ჟურნალის - Extra-ს კორესპონდენტი იყო. ასევე წიგნის - Symptoms of Withdrawal ავტორი, რომელიც 2006 წელს გამოსცა. 

იხ. ფოტოკოლაჟი:

  

 

ავტორი: რუსა ღვანიძე