"ნერვები არის დაწყვეტაზე! აი ასეთი პუტკუნა დედა ვარ მე!..." - ნუკი კოშკელიშვილი მეგობრებს დახმარებას თხოვს

13:49 09-07-2018
6134

მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ინსტაგრამის გვერდიდან საზოგადოებას მოუწოდებს, დაეხმარონ დიეტების იდეებით, რათა ორსულობისას მომატებული კილოგრამები მოიშოროს.

ვიცი, ვიცი ძალიან შეგაწუხეთ ჩემ წონაზე საუბრით მაგრამ ამაზე მესაუბრება და რა ვქნა. პირველი ფოტო არის ყოველ გვარი ფოტოშოპის გარეშე და მეორე არის ახლა გადაგებული. აი ასეთი პუტკუნა დედა ვარ მე!! აქ წესით უნდა დავწერო, რომ ვამაყობ ჩემი თავით და სხეულით, მაგრამ არ ვამაყობ და ერთი სული მაქვს გავხდე. ეს დიეტა არაფერს არ შვება განსაკუთრებულს. წავიკითხე რომ არის ორი კატეგორია ქალების ერთი რომელიც სანთელივით დნება როცა აჭმევს და მეორე რომელიც ვერ ხდება საერთოდ. ტა დააა... მე ვარ, რათქმაუნდა მეორე. ნერვები არის დაწყვეტაზე!!! ერთი მახარებს, რომ ეს ჩემი შვილი ძალიან ტკბილია და მეორე-  რომ მარტო არ ვარ! მილიონი ქალია, ვინც ებრძვის ზედმეტ წონას. მოტივაცია მნიშვნელოვანია. მოდით ერთად გავხდეთ!! მომწერეთ დიეტები, ავირჩიოთ რამე და დავპოსტავ ყოველდღიურ შედეგს! ძალა ერთობაშია, - აღნიშნულია განცხადებაში.