არ არის გამორიცხული, რომ შემომწირველებს, მოვუწოდოთ, რომ დააფინანსონ მხარდაჭერილი კანდიდატი - მამუკა მდინარაძე

16:38 09-07-2018
88

არ არის გამორიცხული, რომ შემომწირველებს, რომელიც ძალიან ბევრი ჰყავს „ქართულ ოცნებას“, მოვუწოდოთ, რომ დააფინანსონ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ხვალ იწურება საპრეზიდენტო კანდიდატურების წარდგენის ვადა. შემდეგ შეიკრიბება პოლიტიკური საბჭო და მიიღებს გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება დაეფუძნება რეალურ მოლოდინს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატმა და შემდგომში პრეზიდენტმა, რეალურად შეასრულოს კონსტიტუციით აღებული ვალდებულება.

წინასწარ შემიძლია გითხრათ, არ არის გამორიცხული, რომ შემომწირველებს, რომელიც ძალიან ბევრი ჰყავს „ქართულ ოცნებას“, მოვუწოდოთ, რომ დააფინანსონ სალომე ზურაბიშვილის კამპანია. თუ სხვა კანდიდატს დავუჭერთ მხარს, მოვუწოდებთ, მის დაფინანსებას. ეს იქნება ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ განიხილოს ფინანსურ ნაწილთან დაკავშირებით”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ

​როგორც ცნობილი გახდა, პოლიტსაბჭოს სხდომა 9 სექტემბერს გაიმართება.

ავტორი: