„ლარის კურსზე პროგნოზის გაკეთება ყველაზე უმადური საქმიანობაა,“ - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობით ეკიდება ვალუტის კურსის ცვლილებას. მაჭავარიანის თქმით, ე.წ. მცურავი კურსი ეკონომიკის სიჯანსაღეს განაპირობებს.
„ლარის კურსზე პროგნოზის გაკეთება ყველაზე უმადური საქმიანობაა, არა მარტო ლარის კურსზე, არამედ ნებისმიერ კურსზე, ეს ცნობილი ფაქტია, მე მგონი, მთელ მსოფლიოში. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ე.წ. მცურავი კურსი და მგონია, რომ ზუსტად ეს არის ჩვენი ეკონომიკის სიჯანსაღის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი, პერიოდულად რყევები შეიძლება იყოს, მაგრამ კიდევ გიმეორებთ, რომ ეროვნული ბანკი მოწოდების სიმაღლეზეა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.