"მზად ვართ გავაუქმოთ ყველა აქცია, რომელიც დაგეგმილი გვქონდა გურამ კაშიას წინააღმდეგ თუ... “ - ქართული მარშის ულტიმატუმი

19:36 09-08-2018
13658

ქართული მარში ხვალ, დინამოს სტადიონთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ იმის გამო, რომ საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ერთა ლიგის გახსნით მატჩში, სტუმრად ყაზახეთის ნაკრები 2:0 დაამარცხა, აქციას აუქმებენ.

მოვუწოდებთ ფეხბურთის ფედერაციას და გურამ კაშიას მეგობრებს, ნუ გაიკეთებენ 9 სექტემბერს მამათმავლობის სიმბოლოს ლგბტ სამკლაურებს. იმის გამო, რომ ჩვენმა ნაკრებმა როგორც იქნა მატჩი მოიგო და გაუჩნდა შანსი ითამაშოს შემდეგ ეტპზე, იმის გამო, რომ საქართველოს ნაკრებს ხელი არ შეეშალოს, ჩვენ მზად ვართ გავაუქმოთ ყველა აქცია და პერფომანსი, რომელიც დაგეგმილი გვქონდა გურამ კაშიას ამაზრზენი ქმედების გასაპროტესტებლად. ჩვენი ერთადერთი პირობაა, რომ სტადიონზე არ იყოს მამათმავლობის სიმბოლიკა და ლგბტ სამკლაურები, მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო დროშებით და ნაკრების ატრიბუტიკით ერთად ვუგულშემტკივროთ ჩვენს ფეხბურთელებს. იმ შემთხვევაში, თუ ჰომოსექსუალები-მამათმავლები-ლგბტ ორგანიზაციები და ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია უგუვებელყოფენ ქართველი გულშემატკივრების თხოვნას და მაინც ააფრიალებენ სოდომის ცოდვის-მამათმვლობის სიმბოლიკას, მაშინ იძულებულნი ვიქნებით მშვიდობიანად არ დავუშვათ ლგბტ ბანდის აქცია, გეი-აღლუმი და მთელს ქართველ ერს მოვუწოდოთ აღსდგეს სოდომის ცოდვის ზეიმის წინააღმდეგ!!!

P.S. იმედს ვიტოვებთ, რომ თავად ფედერაცია და გურამ კაშია შეაჩერებენ დაგეგმილ პროვოკაციას და ფეხბურთის მატჩს არ აქცევენ ჰომოსექსუალთა ზეიმად!!!, - აღნიშნულია განცხადებაში.

2017 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი და არნემის ვიტესის კაპიტანი გურამ კაშია მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით წარსდგა და ლგბტ თემს მხარდაჭერა გამოუცხადა. ამ აქტის გამო კაშია ულტრა-ნაციონალისტურის ჯგუფების თავდასხმის სამიზნე გახდა - სოციალურ ქსელებში თავდასხმის გარდა, ქართული მარშის წევრებმა ლგბტ დროშა დაწვეს და საქართველოს ნაკრებიდან გურამ კაშიას გარიცხვა მოითხოვეს.

9 სექტემბერს დინამოს სტადიონზე გურამ კაშია საქართველოს ნაკრების სხვა ფეხბურთელებთან ერთად ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება. კაშიას მხარდამჭერების გადაწყვეტილებით, ისინი თამაშს დაესწრებიან, ლგბტ სამკლაურებს გაიკეთებენ და აღმართავენ პოსტრებს წარწერით “#გურამშენთანვართ”. კაშიას მხარდაჭერას სტადიონზე “გეი-აღლუმის” ჩატარებასთან კავშირი არ აქვს.