"გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს" - შავ ზღვაზე შტორმია

10:14 09-09-2018
88

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს შტორმის შესახებ აფრთხილებს.

​"შავ ზღვაზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა. ამ წუთებში, დაფიქსირებულია 4-ბალიანი შტორმი. ტალღების სიმაღლე 3 მეტრს აღწევს. შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში ბანაობა ნებადართული იქნება. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს" - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, აკრძალვა მოქმედებს 10 სექტემბრის 10:00 საათამდე.

ავტორი: