ეს იქნება დასასრულის დასაწყისი - რას აპირებს "ქართული მარში"

13:29 09-09-2018
203

ეს იქნება დასასრულის დასაწყისი - "ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში მორიგ წერილს აქვეყნებს. ბრეგაძე 

"თუ დღეს საღამოს 8 საათზე ქართველმა ერმა დაუშვა დინამოს სტადიონზე მამათმავლების მიერ ლგბტ დროშის აფრიალება, მაშინ ეს იქნება მთლიანად ქართველობაზე თავზე გადავლა და სულში ჩაფურთხება. ლატვიის დაჩაჩანაკებულ გუნდზე კი არა, არამედ ბრაზილიის ნაკრებზე მოგება არ ღირს იმად, რომ ფეხბურთს ამოფარებულმა მამათმავლებმა გეი-აქცია ჩაატარონ. 3000 ბილეთი დაურიგეს მამათმავლებს და ლგბტ ორგანიზაციებს, რათა ლგბტ სამკლაურებით და დროშებით გამოვიდნენ სტადიონზე. ერის მთელი ჭუჭყი და გარყვნილი ბრბო გაერთიანდა, რათა შური იძიოს 17 მაისის ჩაშლის გამო ქართველ ერზე. ვიმეორებ - დღეს აპირებენ ლგბტ დროშის აფრიალებას და თუ ეს მოხდა,ეს იქნება დასასრულის დასაწყისი, ერის გადაგვარების და გადაშენების დასაწყისი. 20 საათზე დინამოზე ლგბტ დროშა აფრიალდება !!!" - წერს ბრეგაძე.

როგორც ცნობილია, "ეროვნული ძალა" „ქართული მარში“ და მისი მხარდამჭერები სტადიონთან მისვლას და გურამ კაშიას წინააღმდეგ აქციის მოწყობას გეგმავენ.

კაშია მორიგი შეურაცხყოფისა და აგრესიის მიზეზი უეფას მიერ მისთვის გადაცემული თანასწორობის ჯილდოს გამო გახდა. მან ეს ჯილდო ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის მიიღო. 

კაშიას მხარდამჭერების გადაწყვეტილებით კი, ისინი დღევანდელ თამაშს დაესწრებიან, ლგბტ სამკლაურებს გაიკეთებენ და აღმართავენ პოსტრებს წარწერით “#გურამშენთანვართ”. "ქართული მარშის" თქმით კი იმ შემთხვევაში, თუ გურამ კაშიას მეგობრები სამკლაურებს არ გაიკეთებენ, აქციას აღარ მოაწყობენ. ამასთან, მსგავსი ტიპის განცხადება "ეროვნულ ძალას" არ გაუვრცელებია.

ასევე, შსს-მ მატჩზე დასწრების მსურველებს წესრიგისკენ მოუწოდა. უწყების ინფორმაციით, კანონდარღვევებს მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

მიმდინარე პროცესებზე განცხადება გააკეთა დედაქალაქის მერმაც. მან გულშემატკივრებს ერთიანობისა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. 

ცოტა ხნის, თავად გურამ კაშიამ სოციალური ქსელით მიმართვა გაავრცელა, სადაც მატჩზე დასწრების მსურველ გულშემატკივარს ერთობისა და დაპირისპირების გარეშე ქომაგობისკენ მოუწოდა.

ავტორი: