მედიაში ტელეკომპანია იბერიას დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილისა და საქართველოს რკინიგზის საინიციატივო საბჭოს წევრის, სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის საუბრის აუდიო ჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერში საუბარია იბერიას საქმეზე.
„მთავრობა დაგიდგა გვერდში კეთილგანწყობით, წარმოებასთან, თქვენ კაცობასთან ყველაფერში, რა დავაშავეთ მითხარით... ყველა გამოდის რუსთავი 2-ზე უარესიაო იბერიაო. ძნელია, როცა ლაპარაკობ დათმობაზე, როცა ტელევიზია ასეთ ამბებშია. მთელი ჩემი ნიუჯეტი მიდის ტელევიზიაში“ - აღნიშნავს ლევან ყიფიანი სატელეფონო საუბარში და იბერიას დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს ახსენებს, რომ მას აქვს რამდენიმე ანგარიში, რომელიც მხოლოდ ომეგა ჯგუფს არ ეკუთვნის.
მკიდია თქვენი ომეგაც და ყველაფერი... გონიათ, რომ ის თუ გამოვა, ის ვიღაც... წვერებიანი ტიპი და... ეს პრობლემა მაქვს, გადამიწყვიტეთ და გადავკოცნოთ ერთმანეთი- ამბობს ლევან ყიფიანი.
ასევე, გუშინ, ტელეკომპანია იბერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლევან ყიფიანი ომეგა ჯგუფის საქმესთან დაკავშირებით ლონდონის სასამართლოში უკვე დაიბარეს და შესაბამისი წერილი მან უკვე მიიღო.
ტელეკომპანია იბერიაში აცხადებენ, რომ მათზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ხდება. კერძოდ თავდასხმა ხდება ომეგა ჯგუფზე, რომელიც ტელევიზიას აფინანსებს.