დაეხმარეთ გაჭირვებულებს და ღმერთი დაგეხმარებათ თქვენ - ილია მეორე

15:47 09-09-2018
90

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე საზოგადოებას გაჭირვებულების დახმარებისკენ მოუწოდებს. საკვირაო ქადაგებისას პატრიარქმა მრევლს ბიბლიის კითხვაც ურჩია.

"ყველაზე დიდი საქმე, რაც შეიძლება თქვენ გააკეთოთ, ეს არის გაჭირვებული ადამიანების დახმარება. მე მინდა მივმართო ჩემს ნათლულებს და ქართველ ხალხს, დაეხმარეთ გაჭირვებულებს და ღმერთი დაგეხმარებათ თქვენ“, - ბრძანა პატრიარქმა.

ავტორი: