საქართველოს ნაკრების წევრი გურამ კაშია აცხადებს, რომ ნაწყენი არავიზეა. ამის შესახებ ფეხბურთელმა გუშინ, თამაშის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მიუხედავად ამისა, გურამ კაშია "ფეისბუქის" აღდგენას არ აპირებს.
"რაც სასიამოვნოა, დღეს თამაში მოვიგეთ და ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია. მე მხარდაჭერას ყველასგან ვგრძნობდი და ძალიან მაგარია, რომ ხალხს ასე ვუყვარვარ. ეს არის ალბათ ნამდვილი ქართველობა და ნამდვილი გულშემატკივრობა. მე ძალიან მიყვარს ჩემი ხალხი. ყველა, მათ შორის, ასე ვთქვათ, ვინც ჩემს წინააღმდეგ არის და არავისზე ნაწყენი არ ვარ. არავისზე ცუდს არ ვიტყვი", - განაცხადა გურამ კაშიამ.
საქართველოს ნაკრებმა დინამო არენაზე ლატვიის ნაკრები 1:0 დაამარცხა.