ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გურამ კაშია მათი აგენტია.
ამის შესახებ სანდრო ბრეგაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
დადგა დრო საიდუმლოს გამხელისა - გურამ კაშია პიდარასტებში ჩვენს მიერ ჩანერგილი აგენტია. მან დავალება მშვენივრად შეასრულა, გაგვიშიფრა ყველა პიდარასტი - თვითონ გაფრინდა სან-ხოსეში! გურამ მადლობა!!!, - წერს სანდრო ბრეგაძე.
გუშინ, საქართველო-ლატვიის თამაშისას ქართული მარშის დაგეგმილი აქცია არ შედგა.
2017 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი და არნემის ვიტესის კაპიტანი გურამ კაშია მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით წარსდგა და ლგბტ თემს მხარდაჭერა გამოუცხადა. ამ აქტის გამო კაშია ულტრა-ნაციონალისტურის ჯგუფების თავდასხმის სამიზნე გახდა - სოციალურ ქსელებში თავდასხმის გარდა, ქართული მარშის წევრებმა ლგბტ დროშა დაწვეს და საქართველოს ნაკრებიდან გურამ კაშიას გარიცხვა მოითხოვეს.