ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი მოწოდების სიმაღლეზეა - ფინანსთა მინისტრი

12:13 09-10-2018
118

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის შეფასებით, ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი მოწოდების სიმაღლეზეა. ეროვნული ვალუტის გაუფასურების საკითხზე მაჭავარიანმა ჟურნალისტების შეკითხვას დღეს ფოთში უპასუხა.

„ეროვნული ბანკი მოწოდების სიმაღლეზეა. ჩვენ მცოცავი კურსი გვაქვს და შესაბამისად, ეს ის ერთადერთი სწორი გზაა, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ ეკონომიკურ გამოწვევებს,” - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6126 ლარს შეადგენს.