ტელეკომპანია "იბერიას" აქცია-მსვლელობა მთავრობის კანცელარიასთან დასრულდა (ვიდეო)

12:50 09-10-2018
102

ტელეკომპანია "იბერიას" აქცია-მსვლელობა მთავრობის კანცელარიასთან რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

აქცია მსვლელობა ტელეკომპანიის ეზოდან 11:00 საათზე დაიწყო რის გამოც, ტელეკომპანია "იბერიამ" 3 საათით მაუწყებლობა შეწყვიტა. 

"იბერიაში" აცხადებენ, რომ მათზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ხდება. კერძოდ თავდასხმა მიმდინარეობს "ომეგა ჯგუფზე", რომელიც ტელევიზიას აფინანსებს.

გუშინ, მედიასაშუალებებში გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, ომეგა ჯგუფის დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს ეუბნება, რომ პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ უნდა დათმოს იბერია. ყიფიანს აღნიშნულ ფაქტზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა, იბერიის ინფორმაციით, ლევან ყიფიანი "ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით ლონდონის სასამართლოში უკვე დაიბარეს, შესაბამისი წერილი მან უკვე მიიღო.

ხელისუფლების წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ "იბერიას" თუ ფინანსური პრობლემები აქვს, თავად უნდა მოაგვაროს ისე, როგორც ამას სხვა ბიზნესის წარმომადგენლები აკეთებენ. მეწილეებმა ერთმანეთთან პრობლემები სახელმწიფოს ჩარევის გარეშე უნდა მოაგვარონ.