ჰოლივუდის მსახიობის, რობი უილიამსის ოჯახში მატებაა. მისმა 39 წლის მეუღლემ, აიდა ფილდმა, ინსტაგრამზე, სასიხარულო ამბის შესახებ, პოსტი და ახალშობილის ფოტო გამოაქვეყნა.
უილიამსი და ფილდი, დიდი ხანია გეგმავენ, მესამე შვილის გაჩენას - სამკურნალოდ, ფინანსებსაც კი არ იშურებდნენ.
აიდამ ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა:
ეს პატარა ქალბატონი, ჩვენი ბიოლოგიური შვილია. ის, განუმეორებელი და ბრწინვალე ქალბატონისგან, სუროგატი დედისგან შეგვეძინა, რომლის მადლიერები, მთელი ჩვენი ცხოვრება ვიქნებით - წერს აიდა.
უილიამსის მეუღლის განცხადებით, პატარას მეტსახელად - კოკო დაარქვეს, ხოლო სრული სახელი - კოლეტ ჯოზეფ უილიამსია. აიდას ინფორმაციით, წყვილი, საზოგადოებასთან არ საუბრობდა, რომ შვილს სუროგატი დედისგან ელოდებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ რთული და გრძელი გზა გაიარეს. გოგონა, უილიამსების ოჯახისთვის, მესამე შვილია - ისინი 5 წლის ქალიშვილის, თეოდორ როუზის და 3 წლის ვაჟის - ჩარლტონ ვალენტინის მშობლები არიან. წყვილმა, 2012 წელს იქორწინა.
იხ. ფოტოკოლაჟი: